კახა კალაძის განმარტებით, ე.წ. დეზერტირების ბაზარში გარდაცვლილი პირი უსახლკარო არ იყო და მას სახელწიფოსგან ბინა მიღებული ჰქონდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ე.წ. დეზერტირების ბაზარში გარდაცვლილი პირი უსახლკარო იყო.

როგორც კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გარდაცვლილს სახელწიფოსგან ბინა მიღებული ჰქონდა.

„ძალიან სამწუხარო ფაქტის მოწმენი გავხდით რამდენიმე დღის წინ, დეზერტირების ბაზარში გარდაცვლილი იპოვეს ადამიანი. ეს ტრაგიკული ამბავი ჩვენი მედიასაშუალებების ნაწილმა ისევ სიცრუის, დეზინფორმაციის გავრცელების საბაბად გამოიყენა და საზოგადოებას ამცნო, რომ გარდაცვალების მიზეზი გახდა სხეულის გაყინვა, რადგან ეს პიროვნება იყო უსახლკარო და ღამეს ათევდა ღია ცის ქვეშ. სინამდვილეში გარდაცვლილი პიროვნება არ იყო უსახლკარო, მას სახელწიფოსგან მიღებული აქვს ბინა.

რასაკვირველია, ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ პროფესიას და მაყურებელს, დაელოდებოდა ექსპერტიზის დასკვნას, გადაამოწმებდა შესაბამის უწყებაში, ნამდვილად უსახლკაროდ ითვლებოდა თუ არა გარდაცვლილი და ამის შემდეგ გაავრცელებდა ინფორმაციას. ჩემთვის სიახლე არ არის „ფეიკ ნიუსები“. მთელი საარჩევნო კამპანია ამის პარარელურად გვიწევდა მუშაობა. ერთ მხარეს იყო საქმე, კონკრეტიკა, პოზიტივი, მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, საარჩევნო პროგრამა. მეორე მხარეს-ბოროტება, ცილისწამება, შეურაცხყოფა, სიძულვილის ენა. კონკრეტული მედიასაშუალებები ყველაფერს კადრულობდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენგან საზოაგოებას აინტერესებს რა პროექტები განხორციელდება დედაქალაქში, ქუჩასა და უბანში. გპირდებით, ძალიან ბევრი სიახლე გვექნება. ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ. კომუნიკაციის ნაკლებობა ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. გპირდებით, როგორც გამგეობების, ისე ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის იქნები ჩართულები“,-აღნიშნავს კალაძე.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა