იაგო ხვიჩია - ჩვენ შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ არ წავალთ

"გირჩი" პარლამენტის თავმჯდომარედ, შალვა პაპუაშვილს არჩევას მხარს დაუჭერს. როგორც "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ისინი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ არ წავლენ.

"ქართულ ოცნებას" აქვს საკმარისი ხმების რაოდენობა, რომ თავისივე დანიშნული პარლამენტის თავმჯდომარე ჩაანაცვლოს მეორე თავმჯდომარით. ჩვენ არც წინა თავმჯდომარესთან გვქონდა მტრული დამოკიდებულება და არც შალვა პაპუაშვილის მიმართ გვაქვს მტრული დამოკიდებულება. ჩვენ შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ არ წავალთ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევს. ფრაქცია „ქართული ოცნების" სახელით პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა. კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საჯარო განცხადება 24 დეკემბერს გააკეთა, რა მომენტიდანაც ის გადამდგარად ითვლება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა