სალომე სამადაშვილი - პარლამენტს არაფორმალურად მართავს ირაკლი კობახიძე, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, რა ჰქვია თავმჯდომარეს

იმ სისტემაში, რომელიც დღეს არის პარლამენტში, არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტს არაფორმალურად მართავს კობახიძე, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია თავმჯდომარეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის არ დაუჭერს მხარს შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას.

„პაპუაშვილს არანაირი მხარდაჭერა არ ექნება ჩემგან, რადგან ამ ადამიანმა თავი დაგვამახსოვრა იმით, რომ სრულიად უტიფრად იცავს ხელისუფლების პოზიციას „მიშელის დოკუმენტის“ გაუქმებასთან დაკავშირებით, როდესაც ის იყო თავად ერთ-ერთი მონაწილე მოლაპარაკებების პროცესის. გვახსოვს, როგორ მოექცა ის საკუთარ კოლეგა ქალ დეპუტატს და ეს თავისთავად ერთ-ერთი მკვეთრი მიზეზია, თუ რატომ არ შეგვიძლია მას მხარი დავუჭიროთ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე. ბატონ კუჭავას ერთი პლუსი მაინც ის ჰქონდა, რომ ის მეტ-ნაკლებად სანდო პარტნიორი იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, შესაბასმისად, ამ თვალსაზრისითაც ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!