კახა კალაძე - დღეს ყველაზე მეტად რაც გვჭირდება ურთიერთპატივისცემა და მეტი სიყვარულია, ერთმანეთი გვიყვარდეს

უკვე მეორე წელია, რაც პანდემია მძვინვარებს, ამ პერიოდის განმავლობაში იყო როგორც ყველასთვის მოსაწონი, ისე არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც, იყო ქება თუ კრიტიკა, მაგრამ ორივეს ვუდგებოდით ჯანსაღად“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიამ დღის წესრიგი შეცვალა, თუმცა, ქალაქის გაუმჯობესებისთვის მუშაობა არ შეჩერებულა.

“ დღეს ჩვენ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ბოლო სხდომას ვმართავთ 2021 წელს. რთულია, ორიოდე სიტყვით შევაჯამო ეს წელი. მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩემთვის, ჩემი თანამშრომლობისთვის ის იყო ერთ-ერთი რთული, გამოწვევებით სავსე წელი, თუმცა ამ გამოწვევების საპასუხოდ ბევრი კარგი პროექტი და პროგრამა განხორციელდა.

უკვე მეორე წელია, რაც პანდემია მძვინვარებს და ბუნებრივია, ამან მსოფლიოს და მათ შორის ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგი შეცვალა. ამის მიუხედავად, ყოველდღიურად, ამ ქალაქის გაუმჯობესებისთვის მუშაობა არათუ არ შეგვიწყვეტია, გავაორმაგეთ ძალისხმევა.

ამ პერიოდის განმავლობაში იყო როგორც ყველასთვის მოსაწონი, ისე არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც, იყო ქება თუ კრიტიკა, მაგრამ ორივეს ვუდგებოდით ჯანსაღად და ვცდილობდით, მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მიწოდებით, მეტი განმარტებით, სხვადასხვა უბნებში მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაციით მიგვეტანა საზოგადოებამდე ჩვენი სათქმელიც და საკეთებელიც. მინდა, საზოგადოებას გადავუხადო მადლობა. მადლობა მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. მომდევნო წლების განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაპირებები, რაც წინასაარჩევნოდ გაცემული იყო შესრულდეს.

მოგეხსენებათ, წელს იყო არჩევნებიც და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს. მათ, ვინც მხარი დამიჭირეს და მათაც, ვინც სხვა არჩევანი გააკეთეს. ეს არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები არ მოვდუნდეთ, არ შემოგვეპაროს თვითკმაყოფილება და ყოველდღიურად ვიმუშაოთ მოსახლეობის მოთხოვნებზე, მათ საჭიროებებზე.

მინდა, მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებს, ყველა სამსახურის, ყველა რგოლის თანამშრომლებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ უკეთესი თბილისისთვის, ისე, რომ მათ მოსახლეობა არც იცნობს. შეიძლება ამ პროექტების განხორციელებისას ყველაზე ხშირად მე ვჩანდე, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენი გუნდის სიძლიერე და პირადად ჩემი სიძლიერე ჩემი თანამშრომლებია, მათი პროფესიონალიზმი, მათი პატიოსნება და გაკეთებული საქმეები. მინდა მათ მადლობა გადავუხადო.

ვულოცავ თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს დამდეგ ახალ წელს! ვუსურვებ მათ შრომას კიდევ უფრო მეტი თვალსაჩინო შედეგი მოყოლოდეს რაც ბუნებრივია, ნიშნავს უფრო ლამაზ, უფრო სუფთა, მოწესრიგებულ, კომფორტულ და სერვისებზე ხელმისაწვდომ ქალაქში ცხოვრებას. ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! მინდა ჩემს ქვეყანას მშვიდობა ვუსურვო. მინდა სულიერი სიმშვიდე გისურვოთ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს. ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული, დღეგრძელობა არ მოგკლებოდეთ. ვირუსვებდი, 2022 წელს მეტი სიყვარული მოეტანოს, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას. თითქოს გაუცხოებაა, ერთმანეთს განსხვავებული აზრების გამო ვუპირისპირდებით. დღეს ყველაზე მეტად რაც გვჭირდება ურთიერთპატივისცემა და მეტი სიყვარულია. ერთმანეთი გვიყვარდეს“,-აღნიშნავს კალაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა