სალომე სამადაშვილი - უკრაინული მხარე უკიდურესად შეშფოთებულია, გუშინ უკრაინის ელჩთან მქონდა შეხვედრა და ამ შეხვედრისას გავიგე, რომ საშუალება არ მომეცემოდა სააკაშვილს შევხვედროდი

უკრაინული მხარე უკიდურესად შეშფოთებულია. გუშინ უკრაინის ელჩთან მქონდა შეხვედრა და ამ შეხვედრის დროს გავიგე, რომ არ მომეცემოდა საშუალება, შევხვედროდი მიხეილ სააკაშვილს, - ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლება სტრატეგიულ მოკავშირესთან მორიგ ჯერზე აფუჭებს ურთიერთობას.

„ეს ყველაფერი უკრაინული მხარისთვის არის ნათელი ნიშანი იმისა, რომ სააკაშვილის უფლებები რეალურად ირღვევა და ვერ დგინდება ობიექტური შეფასება მისი ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ და რა სჭირდება მას ამასთან დაკავშირებული პრობლემების დასაძლევად. უკრაინული მხარე ძალიან აქტიურად გააგრძელებს საკუთარი მოქალაქის უფლებების დაცვას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მას მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, პატიმრობის პირობებში მიხეილ სააკაშვილს მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას.

„მას უზღუდავენ იმ უფლებებს, რომლითაც სარგებლობენ სხვა პატიმრები - მაგალითად, საკუთარ უფლებადამცველებთან შეუზღუდავად შეხვედრის უფლებას. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა „ქართული ოცნები“ს მხრიდან. როგორც ჩანს, ეს იმისთვის ხდება, რომ ზეწოლა განახორციელონ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე. ურთულესია ის მოცემულობა, რაც ქვეყანაში გვაქვს - ერთი მხრივ, როდესაც სააკაშვილი არის საპატიმროში, ხოლო მეორე მხრივ - პარლამენტი არ იღებს რეზოლუციას „ნატო“-ში გაწევრიანების თაობაზე, ზღუდავს დამოკრატიულ უფლებებს, ამხობს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არის უმძიმესი გამოწვევა ამ ქვეყნისთვის. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ აქ საუბარი არ არის რომელიმე ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის ბედზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანა ვდგავართ უმძიმესი გამოწვევის წინაშე“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა