ბადრი ჯაფარიძე - „ოცნებამ“ დაადასტურა, რომ მისთვის კანონშემოქმედება არ წარმოადგენს სახელმწიფოზე ზრუნვის საქმიანობას, არამედ მისთვის ეს პირადი შურისძიების ინსტრუმენტია

„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის კანონშემოქმედება არ წარმოადგენს სახელმწიფოზე ზრუნვის საქმიანობას, არამედ მისთვის ეს პირადი ანგარიშსწორებისა და შურისძიების ინსტრუმენტია,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს გამოხატულია სწორედ იმ საკანონმდებლო ინიციატივებში, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ არის წარმოდგენილი.

„ეს ეხება სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტს, ასევე ცვლილებებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში. ორივე შემთხვევაში, სწორედ დამსჯელობითი ღონისძიების გატარების შემთხვევები გვაქვს. ჩვენ წარვადგინეთ ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც უნდა განხილულიყო ბიუროზე იმისთვის, რომ პარალელურად იყოს როგორც „ქართული ოცნების“, ისევე „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის“ კანონპროექტის განხილვის საშუალება. ბიურო შეგნებულად ჩაშალეს იმისთვის, რომ არ დარეგისტრირებულიყო ჩვენ მიერ შეტანილი საკანონმდებლო ინიციატივა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს „ქართული ოცნების“ საქმიანობის დესტრუქციულ ხასიათსა და ბუნებაზე. ახლა შევეცდებით, რომ ბიუროზე დარეგისტრირდეს ალტერნატიული კანონპოექტი იმისთვის, რომ ის კომიტეტზე იყოს განხილული.

სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახურთან დაკავშირებით ორივე კანონპროექტი უნდა იქნეს განხილული პარალელურად, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა არის საზოგადოების ინტერესებში და რა ემსახურება „ქართული ოცნების“ მხრიდან შურისძიებას“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა