ელენე ხოშტარია პრეზიდენტს მიმართავს, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადოს

პარტია „დროა“ საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადოს.

ელენე ხოშტარიას თქმით, ხვალ, 12:00 საათზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ. ამასთან, აღნიშნავს, რომ მისთვის მისასალმებელია პრეზიდენტის პოზიცია ლონდა თოლორაიას სამსახურის შესახებ.

„მისასალმებელია, რომ პრეზიდენტი აქტიურად პოზიციონირებს მსგავსი თემების გარშემო. იგივე მოწოდება მექნებოდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონზეც. ჩვენ, ხვალ 12:00 საათზე შეხვედრა გვექნება დიპლომატიურ კორპუსთან ამ საგანგაშო ფაქტებზე“,- აღნიშნავს ხოშტარია და დასძენს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება „წარმოუდგენელი თავხედობაა და სახელმწიფოს დაზიანება“.

„მინდა უკიდურესი პროტესტით გამოვეხმაურო „ქართული ოცნების“ შემაშფოთებელ ინციატივებს. „ქართულმა ოცნებამ“ ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე და მათი გადმოსახედიდან მშვიდ პერიოდში, სამი ძალიან საგანგაშო პროცესი წამოიწყო.

პირველი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მეორე - საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებები, მესამე - ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი. სამივე საკანონმდებლო ინიციატივა არის ძალიან ღია დემონსტრაციული თავდასხმა ინსტიტუტებზე - სახელმწიფოს მიტაცების ძალიან თავხედური აქტი!

სახელწიფო ინსპექტორის სამსახური იყო სამსახური, რომელიც შექმნილი იყო, მათ შორის დიდი საერთაშორისო ძალისხმევით. ეს იყო საერთაშორისო ვალდებულება და ინსტიტუტი, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა პოლიციელების თავგასულობა, რისი ფაქტიც არაერთხელ ვიხილეთ. „ქართულ ოცნება“ ფიქრობდა, რომ მსგავსი ინსტიტუტის შექმნა უბრალოდ ფორმალური ინსტიტუტების იმიტაცია იქნებოდა და ისინი ისევე მონურად დაიმორჩილებდნენ, როგორც იმორჩილებენ სხვა ინსტიტუტებს.

მინდა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვხატო ლონდა თოლორაიას მიმართ და შევთავაზო მას სრული დაპირება, რომ მის გვერდზე ვიდგები ამ მძიმე ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ზეწოლაა პირადად ლონდა თოლორაიაზე. მან ამოიღო ხმა პრინციპულ საქმეებზე. მათ შორის, ლექსო ლაშქარავაზე“,- განმარტავს ხოშტარია.

რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონს, ელენე ხოშტარიას შეფასებით, კანონში დაანონსებულია „რეპრესიები ე.წ. ურჩი მოსამართლეების მიმართ“.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 27 დეკემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა უნდა შეწყდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა