სალომე სამადაშვილი - ნაცვლად იმისა, რომ წლის ბოლოს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ რეზოლუციას ვიღებდეთ, მმართველმა პარტიამ ეს საკითხი ჩააგდო, გადადო

მაშინ, როდესაც ნატო-ში გაწევრიანების რეზოლუცია ხელისუფლების მიერ გაურკვეველი ვადით გადაიდო, მიმდინარე სესიაზე დაგეგმილი ყველა ნაბიჯი დემოკრატიული სისტემის და საქართველოს მოქალაქეების საწინააღმდეგოდ არის მიმართული, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მან რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ რეზოლუციის მიღება არის საჭირო, რასაც „ქართული ოცნება“ არ ჩქარობს.

„ერთი მხრივ ვხედავთ, რომ რუსეთი ძალიან აგრესიულად გვიტევს და ცდილობს, რომ ფაქტობრივად ახლავე, ახალი წლის შემდეგ დაიწყოს გარანტიების გაცემა იმაზე, რომ ნატო არ უნდა გაფართოვდეს. ჩვენ დაინიცირებული გვაქვს რეზოლუცია ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. იმის ნაცვლად, რომ ამ დღეებს მმართველი უმრავლესობა იყენებდეს იმისთვის, რომ ჩვენ წლის ბოლოს ნათლად ვუპასუხოთ რუსეთს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეზოლუციის მიღებით, ეს საკითხი მათ ჩააგდეს, გადადეს და დღის წესრიგი შეავსეს იმ პოლიტიკური საკითხებით, რომელიც მხოლოდ ერთადერთ რამეს ემსახურება - ეს არის დამტკიცდეს ხელისუფლების კონტროლი სასამართლო სისტემაზე, თავისუფალი მედიის საშუალებებზე, გაუქმდეს მოქალაქეების დამცავი დამოუკიდებელი სამსახური“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა