აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, სენაკში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა#ავიცრათერთმანეთისთვის კამპანიაში ჩაერთო

„ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით, სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდათ.

ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირებს იმუნიზაციის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები და, ასევე, სამედიცინო პირბადეები გადაეცათ.

მათივე ცნობით, ფართომასშტაბიანი კამპანია და სააგიტაციო ღონისძიებები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლას ემსახურება და იმუნიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით იმართება, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით საქართველოს ყველა რეგიონში აქტიურად გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა