ექიმი ინფექციონისტი დავით მურვანიძე ტბელ აბუსერისძის  II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა

ექიმი ინფექციონისტი დავით მურვანიძე ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

დაჯილდოების ცერემონია წელს პირველად, აჭარის მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით გაიმართა. ტბელ აბუსერისძის I, II და III ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდნენ პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმშენებლობაში, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარიზაციაში.

„დავით მურვანიძე სალიხ აბაშიძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის კლინიკური დირექტორია. ის კორონავირუსის გავრცელების დღიდან აქტიურად იყო ჩართული პანდემიასთან ბრძოლაში. ამჟამად დავით მურვანიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ცერემონიალს ვერ დაესწრო. ჯილდო მის შვილს გადაეცა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა