მოქალაქეებს, რომლებიც მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე 1-9 იანვრის პერიოდში არიან რეგისტრირებულები, გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა არ ექნებათ

მოქალაქეებს, რომლებიც მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე 1-9 იანვრის პერიოდში არიან რეგისტრირებულები, გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა არ ექნებათ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული უქმე დღეების გამო მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდები არ ჩატარდება. ყველა იმ პირს, ვისაც გამოცდის ჩაბარება 1-9 იანვრის პერიოდში უწევდა, ეს ვადა გაუხანგრძლივდება და გამოცდაზე გასვლის უფლება 10 იანვრიდან მიეცემა.

რაც შეეხება 31 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 16:00 საათამდე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ უქმე დღეების გამოცხადების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მობილობის შემცირების მიზნით 22 დეკემბერს მიიღო. ანალოგიური რეკომენდაციით მიმართა საბჭომ კერძო დაწესებულებებსაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო