მამუკა მდინარაძე - სტრატეგიული და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები არ საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არასწორია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი ახალი უწყება იქმნება და ეს სამსახურის გაუქმება არ არის.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეიქმნება საკანონმდებლო გარანტიები, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები არ გათავისუფლდებიან.

„უწყება ორად იყოფა, ეს გაუქმება არ არის. რეალურად, ის ხალხი არსად მიდის. ამის საკანონმდებლო გარანტიებიც იქნება. უმრავლესობის ლიდერი, პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე დააყენებს ამ საკითხს. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ჩვენს თავზე ავიღეთ და ვთქვით, ჩვენი რეკომენდაცია იქნება გარანტიები ჰქონდეთ თანამშრომლებს, რომ ისინი არსად მიდიან. ამის საკანონმდებლო გარანტიასაც დავამატებთ საიმისოდ, რომ იმ ადამიანებმა არ იფიქრონ, თითქოს ისინი სამსახურს კარგავენ. ეს სპეკულაციურად ამ დღეების განმავლობაში გვესმის“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, სტრატეგიული და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები არ საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არასწორია.

„საკითხის გადაწყვეტა სწორია. თუ დამატებითი კითხვებია, რატომ ახლა, რატომ დაჩქარებული წესით, ხომ არ ემთხვევა რაღაცას, ამაზე მარტივი პასუხია - არა. ეს ასე არ არის, რადგან სამართლებრივი გადაწყვეტა სწორია“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამ თემის ვერცერთმა გამკრიტიკებელმა ვერ დაასახელა ის ქვეყანა, სადაც პერსონალური მონაცემების დაცვისა და საგამოძიებო მოქმედების ფუნქცია ერთ უწყებაში არის.

„აქედან გამომდინარე, ვერც მის თავსებადობაზე საუბრობენ, უბრალოდ, სხვა არგუმენტები აქვთ, რომელიც არის დამატებითი არგუმენტები. ცდილობენ, პიარულად მოგვიგონ. რეალურად, ჩვენ პიარული ნაწილიდან უნდა გამოვიდეთ თუ სამართლებრივიდან?“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა