უცხოეთში ვაქცინირებული საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენებას შეძლებენ

უცხოეთში ვაქცინირებული საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენებას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და წარმოადგინონ შესაბამისი ქვეყნის ამცრელი დაწესებულების მიერ გაცემული აცრის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები.

„2021 წლის 1-ელი დეკემბრიდან ძალაში შევიდა ე.წ „მწვანე პასპორტის“ სისტემა, რომლის მიზანია საჯარო სივრცეები გახდეს მეტად უსაფრთხო და მინიმუმამდე შემცირდეს ინფექციის გადაცემის რისკები. იმისათვის, რომ „მწვანე პასპორტზე“ ხელმისაწვდომობა ყოფილიყო უფრო მოსახერხებელი, შეიქმნა ელექტრონული აპლიკაციები COVIDPASS.MOH.GOV.GE. და Georgia e-health.

ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც პირები ვაქცინირებული არიან საქართველოს ფარგლებს გარეთ სრულად, ან პირველი დოზა გაკეთებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე და/ან „ბუსტერ დოზა“ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ან პირიქით და მათი რეგისტრაცია ვერ ხორციელდება იმუნიზაციის მოდულში.

ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მსგავს შემთხვევებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, (რომლებიც შეესაბამებიან ,,COVID- 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსარგებლე დამატებითი პირების განსაზღვრის შესახებ“ N01-353/ო ბრძანებით განსაზღვრულ პირებს) მიეცათ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის იმუნიზაციის მოდულში რეგისტრაციის უფლება, რაც მათ Georgia eHealth აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.

რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ ქვემოთ მითითებულ სამედიცინო დაწესებულებებს და წარმოადგინონ შესაბამისი ქვეყნის ამცრელი დაწესებულების მიერ გაცემული აცრის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები, რის საფუძველზეც ადგილზევე მოხდება მათი რეგისტრაცია და სტატუსი აისახება Georgia eHealth აპლიკაციაში.

შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ – თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №29; შპს Exspress Medical Service – თბილისი, ზღვის პლაზა ჰუალინგი; შპს ვივამედი“ – თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N234; შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, სოფელი რუხი; შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. 2“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო