მამუკა მდინარაძის შეფასებით, “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებით მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომათა სახეები არა თუ მკაცრდება, არამედ - მსუბუქდება

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებით მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომათა სახეები არა თუ მკაცრდება, არამედ - მსუბუქდება.

როგორც მდინარაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, მძიმე საყვედურის შემდეგ, მოსამართლეს თანამდებობიდან გათავისუფლების ნაცვლად, კიდევ ერთ შანსი ეძლევა.

“გამკაცრებად მიგაჩნიათ თუ შემსუბუქებად, მაგალითად, როდესაც არის ასეთი გრადაციაა, - პირმა თუ რაღაც გადაცდომა ჩაიდინა, ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის სანქციები, ნებისმიერ სისტემაში, ნებისმიერ ინსტიტუტში, - რაღაცა გადაცდომის გამო, თუ რაღაც დააშავა და ეს არ არის სისხლის სამართლის დასჯადი ქმედება, მას დისციპლინური, ადმინისტრაციული სახდელები ედება ხოლმე. სამოსამართლეო კომპეტენციის შესრულებასთან დაკავშირებით, ჩვენთან არის ასეთი გრადაცია, შედარებით მსუბუქი სანქციები, ამის შემდეგ არის სასტიკი საყვედური და შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლება. ამ ორ სანქციას შორის თუ ჩაემატება გათავისუფლებაზე მსუბუქი და საყვედურზე მძიმე სანქცია, ზოგადად, ეს შემსუბუქებაა თუ დამძიმება?! - არ არის დამძიმება, რადგან სასტიკ საყვედურზე მძიმე სანქცია თუ სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა გათავისუფლება ყოფილიყო, ამაზე არ არის საუბარი, არის კიდევ ერთი შანსი, რომ ნაკლებად მძიმე სანქციით მიიქცეს პრევენციული შედეგი. ამ შემთხვევაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა პროექტის იმ ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მოსამართლის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ეხება. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი მოსამართლის კონსტიტუციური ვალდებულებაა და კონსტიტუციური პრინციპია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო