მამუკა მდინარაძე - „ნაცების“ ქმედება რას ჰგავს იცით? - ადამიანმა ათგზის მკვლელობაზე ნასამართლევს წკიპურტი რომ ჩაარტყას და მან სასტიკი საყვედური გამოთქვას, ამას რას კადრულობო

მიხეილ სააკაშვილის უფლებები ისე არის დაცული, როგორც ამ ქვეყანაში ვერავის წარმოედგინა, განსაკუთრებით წლების წინ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მას ხშირად ესმის კრიტიკა იმის თაობაზე, ხომ არ არის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გადაჭარბებული ყურადღება.

„ძალიან ხშირად მესმის საყვედურებიც კი იმასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის, დამნაშავის, რომელიც სასამართლომ უკვე ორგზის დამნაშავედ სცნო კონკრეტულ ქმედებებთან დაკავშირებით, ხომ არ არის გადაჭარბებული ყურადღება, გადაჭარბებული ემოციები, ჟურნალისტების ნაწილიც ამას უწყობთ ხელს მისი აქტუალიზაციის მიზნით“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან მიხეილ სააკაშვილის უფლებებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კრიტიკა „წკიპურტის“ წამორტყმას შეადარა.

„მათი ქმედება რას ჰგავს იცით? ადამიანს ვიღაცამ წკიპურტი რომ ჩაარტყას და ათგზის მკვლელობაზე ნასამართლევმა სასტიკი საყვედური და შენიშვნა მისცეს, ამას რას კადრულობო, დაახლოებით ასეთივეა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან რაღაცებზე საუბარი, იმ წკიპურტსაც რომ არ აქვს ადგილი მითუმეტეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი განმარტებით, საქართველოში ყველა მოქალაქე და ყველა პატიმარი თანაბარ პირობებში იმყოფება.

„შესაბამისად, მისი, როგორც სხვა პატიმრის უფლებები უმაღლეს დონეზეა საქართველოში დაცული“, - განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მან განმარტა, როცა მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას დაასრულებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალი უნდა დატოვოს.

„ექიმები ამბობენ, რომ კარგად არის, ადვოკატები და პოლიტიკოსები კი ამბობენ, რომ ცუდად არის, ესეც პარადოქსია. ამას სამართლებრივი და პოლიტიკური დასკვნა კი არ უნდა, სამედიცინო დასკვნა სჭირდება. სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მისი ციხეში არგადაყვანის თუ გადაყვანის საკითხი შესაბამისად გადაწყდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა