ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში არ მოისმინეთ, არც არასდროს მოისმენთ, იმიტომ, რომ  ანგარიშის მოსმენის დრო რომ მოვა, ის უკვე სახლში იქნება გაგდებული

სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში არ მოისმინეთ, არც არასდროს მოისმენთ, იმიტომ, რომ ამ ანგარიშის მოსმენის დრო რომ მოვა, ის უკვე სახლში იქნება გაგდებული, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მან მმართველი პარტიის წევრებს კითხვით მიმართა, რატომ არის მათი პრიორიტეტი პარტიული დღის წესრიგი და არა ის საკითხი, რაც მოქალაქეებისთვის იქნებოდა უფრო საინტერესო და შედეგიანი.

„თქვენ ძალიან ხშირად საკუთარ ინიციატივებსა და კანონპროექტებს ასაბუთებთ იმით, რომ ხალხს ეს აინტერესებს და ეს არის ხალხისთვის კარგი. მე მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, საქართველოს მოქალაქეებისთვის რომელი საკითხის მოსმენა და განხილვა იქნებოდა უფრო საინტერესო და უფრო სარგებლიანი - ინსპექტორის ანგარიშის მოსმენა, რომელიც მრავალი თვეა პარლამენტში დევს და რომლისთვისაც ვერ მოიცალეთ? იქ დეტალურად წერია, როგორ არღვევენ სამართალდამცავი და სხვა უწყებები საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და რა პრობლემებს უქმნის კანონი სახელმწიფო ინსპექტორს, რომ დაჩაგრული მოქალაქე ინსპექტორამდე რომ მივიდა სამართლის საძიებლად, მას ეს სამართალი მისთვის მიეცა და დახმარებოდა დარღვეული უფლებების აღდგენაში. ამ ისტორიების მოსმენა საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვენ დაბლოკეთ და სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში არ მოისმინეთ, არც არასდროს მოისმენთ, იმიტომ, რომ ამ ანგარიშის მოსმენის დრო რომ მოვა, ის უკვე სახლში იქნება გაგდებული. ეს უფრო აქტუალური იქნებოდა, მათ შორის, თქვენ ვინც ხმა მოგცათ, იმ ადამიანებისთვის, საკუთარ თავზე და თავისნაირ მოქალაქეებზე რომ მოესმინათ ანგარიში თუ ის, რომ ატარებთ დაჩქარებული წესით რეფორმას და თან ვერ უხსნით მოქალაქეებს, კონკრეტულად რას ნიშნავს თქვენი რეფორმა და ვერ ეუბნებით, თქვენი რეფორმის შედეგად მოქალაქე ხვალ ნაკლებად დაჩაგრული იქნება ? ან თუ დაიჩაგრება, მეტი ბერკეტი ექნება ერთის მაგივრად ორ ინსტიტუციას, რომ დაჩაგრული და ფეხქვეშგათელილი მოქალაქე უკეთ დაიცვას და უკეთ გამოესარჩლოს მას? რატომ არის თქვენი პრიორიტეტი პარტიული დღის წესრიგი და არა ის საკითხი, რაც მოქალაქეებისთვის იქნებოდა უფრო საინტერესო და უფრო შედეგიანი,“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა