სანდრო რაქვიაშვილი - საერთოდ რაში გვჭირდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური? ეს 121 კაცი რომ გაგვეშვა სამსახურიდან, ან არ აგვეყვანა თავის დროზე, რა დაშავდებოდა?

საერთოდ ვერ დავინახე, რაში გვჭირდება ეს ინსტიტუცია? ეს 121 კაცი რომ გაგვეშვა სამსახურიდან, ან არ აგვეყვანა თავის დროზე, რა დაშავდებოდა? - ამ კითხვებით მიმართა მმართველი პარტიის დეპუტატებს „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილმა „ქართულ ოცნებას“ ერთ-ერთ გამოსავლად შესთავაზა, რომ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ახალი სააგენტოს თავმჯდომარედ დანიშნოს.

„ბევრი მოვისმინე აქ დისკუსია ამ თემაზე და იყო არგუმენტი გამოთქმული მშობიარობაზე, იყო სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ, მაგრამ საერთოდ ვერ დავინახე, რაში გვჭირდება ეს ინსტიტუცია. მართლა რაში გვჭირდება? ეს 121 კაცი რომ გაგვეშვა სამსახურიდან, ან არ აგვეყვანა თავის დროზე, რა დაშავდებოდა? თუ ოდესღაც არ იყო ინსტიტუცია სწორი, კარგი, არ უჭერდით მხარს და ახლა რამდენიმე სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს მოგვეწონა, ამიტომ კარგი გახდა? მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება მხოლოდ. არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ინსტიტუცია მართლა გვჭირდება. „ქართულ ოცნებას“ მინდა მივმართო, ხომ ცხადია, რომ ლონდა თოლორაიაზეა ახლა საუბარი? ანუ ერთი ადამიანის გაშვებაზე ამდენი ამბავი ავტეხეთ. თუ ასეთი მიზანი არ გაქვთ და მართლა რაღაც რეფორმაა ჩაფიქრებული, რომელსაც ვერ ვხედავ რაში გამოიხატება, მაგრამ დავუშვათ რომ ასეა, რადგან პრემიერ-მინისტრი აფასებს ლონდა თოლორაიას კვალიფიკაციას, საჯაროდ შესთავაზა მას დასაქმება, იქნებ ამ ახალი სააგენტოს თავმჯდომარის თუ დირექტორის პოზიციაც შესთავაზოთ? თვითონ აირჩიოს, რომელი ახალი სააგენტოს თავმჯდომარეობა უნდა და მაშინ ყველა კითხვა მოიხსნება - ლონდა დარჩება თანამდებობაზე და შეგვეძლება რაღაც რეფორმაზეც ვისაუბროთ. მგონია, რომ მარტივი გამოსავალი იქნება ამ სიტუაციიდან“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა