დავით ნარმანიას შეფასებით, სვანეთში უნდა გაითიშოს უკანონო მაინინგები და თუ საჭიროება მოითხოვს, დაყადაღდეს კიდეც

უნდა გაითიშოს უკანონო მაინინგები, რომელმაც ქსელი დაამძიმა და თუ საჭიროება მოითხოვს უნდა დაყადაღდეს კიდეც, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანია პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რადგან სვანეთის მოსახლეობა არ იხდის ელექტროენერგიის გადასახადს, მისი წყვეტა ხშირად მოხდა.

როგორც სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, ელექტროენერგიის გადაუხდელობის პირობებში, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ვერ მოსთხოვენ, ელექტროენერგიის მიწოდება უწყვეტად მოხდეს სვანეთში.

„90-იან წლებში სვანეთის მოსახლეობასთან შეთანხების შედეგად, მოსახლეობა არ იხდის ელექტროენერგიის ტარიფს. კომერციული სექტორი მინიმალურ დონეზე იხდის, თუმცა აქაც ამოღების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ეს კი განაპირობებს იმას, რომ ქსელის დატვირთვის და გადატვირთვის პირობებში, რომელიც დიდწილად მაინინგებით არის დატვირთული, განაპირობებს მაღალ მოხმარებას, 17-18 მეგავატია ბოლო პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, რაც ჯამურად აღემატება მეზობელი 3 მუნიციპალიტეტის - ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს ელექტროენერგიის მოხმარებას. უნდა იყოს რეაგირება მაინინგების შეზღუდვის ნაწილში. ობიექტებს, რომლებსაც სჭირდებათ ყველაზე მეტად ენერგია, რადგან ეს არის ტურისტული რეგიონი, ტურისტული ობიექტები, სასტუმროები, საბაგიროებო და ა.შ. მათთვის უნდა მოხდეს უწყვეტად ენერგიის მიწოდება და ყველამ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის ფული, რის გარეშეც ჩვენ ვერ მოვთხოვთ „ენერგო პროს“ რომ მაქსიმალურად, ხარისხიანად, უწყვეტად მიაწოდოს ენერგია, რადგან ახორციელებს ინვესტიციებს და არ აქვს უკუგება, რაც მარეგულირებელ პროცესებთან წინააღმდეგობაში მოდის. თუ არ გადავიხდით ელექტროენერგიის გადასახადს, იქნება ხშირი წყვეტა, იქნება ავარიები, რის შედეგადაც, აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება. ამდენად, ისევ ტურიზმზე და მოსახლეობის კომფორტზე აისახება ეს ყველაფერი. უნდა გაითიშოს უკანონო მაინინგები, რომელმაც ქსელი დაამძიმა და თუ საჭიროება მოითხოვს, უნდა დაყადაღდეს კიდეც. ასეთი რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება გაკეთდა თავის დროზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მგონია, რომ ასეთი ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა