გიორგი კაპანაძე - „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირებაზე სსფ-ს განცხადება გაუგებარია

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა-ს) პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე სავალუტო ფონდის განცხადება, რომლის თანახმადაც „მიმდინარეობს „საპარტნიორო ფონდის“ რესტრუქტურიზაცია, რომ მისი საქმიანობა მის არსებითად არაკომერციულ ხასიათს შეესაბამებოდეს“ გაუგებარია. აღნიშნულის შესახებ გიორგი კაპანაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„საპარტნიორო ფონდის წესდებაში წერია, რომ ფონდი უნდა იყოს კომერციული და მომგებიანი. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა სავალუტო ფონდმა, ერთი ხელის მოსმით შეეცვალა ფონდის სტრუქტურა.

20 დეკემბერს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ფონდი არ დაფინანსდება ბიუჯეტიდან. პირადად მეც მიმაჩნია, რომ ფონდი რომელიც მომგებიანი და მომავალშიც შეუძლია ასე გააგრძელოს საქმიანობა არ უნდა დაფინანსდეს ბიუჯეტიდან, იგივეს აცხადებენ ექსპერტები და სფეროს სპეციალისტები. გამოდის, რომ მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს განსხვავებული პოზიცია.

ეს გადაწყვეტილება არასწორი მგონია და იმედი მაქვს, რომ ეს უბრალოდ დოკუმენტში მოხვდა და ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაიდგმება. „საპარტნიორო ფონდი“ მომგებიანია, ახლახანს ინფორმაციაც გამოქვეყნდა და მეც აღვნიშნავ, რომ მისმა ინდივიდუალურმა მოგებამ პანდემიურ წელს შეადგინა 3.9 მილიონი ლარი,საოპერაციო მოგებამ - 9.8 მილიონი ლარი. 2019 წელს, პანდემიამდე, ფონდის მოგება 70 მილიონი ლარი იყო. გარდა ამისა, საინტერესოა ის, რომ ყოველ დახარჯულ 1 აშშ დოლარზე ახერხებს 8 აშშ დოლარის ადგილობრივი და უცხოური ინვესტიცია მოიზიდოს,“ - აცხადებს კაპანაძე.

აფბა - ს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ „საპარტნიორო ფონდის“ გადაყვანა არაკომერციულ ნაწილზე არ მოხდება, რადგან საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც მომგებიან ფონდს საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაიყვანს.

„ჩვენ არ გვაქვს იმხელა საბიუჯეტო ხარჯები, რომ მომგებიანი ფონდი ბიუჯეტის დაფინანსების წყაროდ ვაქციოთ,“-აცხადებს კაპანაძე.

ცნობილია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს საჯარო კორპორაციების რეფორმის სტრატეგიის პროექტი“ მოამზადა. დოკუმენტში ჩნდება ჩანაწერი,სადაც განმარტებულია, რომ „საპარტნიორო ფონდი“ არაკომერციულ სტრუქტურად უნდა გარდაიქმნას. ასევე აღნიშნულია, რომ ეს პროექტი გამოიწვევს ძალიან დიდ დისკუსიას და ფართო მსჯელობის საგანი გახდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა