ლევან დავითაშვილი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია

„ექსპო 2020 დუბაის“ ფარგლებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოეწერა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობდა პარტნიორებთან გაერთიანებული საამიროებში იმისთვის, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაწყებულიყო. მნიშვნელოვანია, რომ მოკლე ხანში მოხდა შეთანხმება; როგორც წესი, ამას უფრო დიდი დრო სჭირდება. მე იმედი მაქვს, რომ უკვე შემდგომი პერიოდი იქნება შედეგიანი. არაბთა გაერთიანებული საამიროები არის ცენტრი ეკონომიკური ინოვაციების, სავაჭრო ურთიერთობების. ჩვენ გვაქვს ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა, გახსნილი სავაჭრო პოლიტიკა, ეს იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი პარტნიორი ქვეყნებისთვის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის რეგიონი, სადაც ქართული ექსპორტის ზრდის პოტენციალი ნამდვილად არსებობს, რაც ბევრად უფრო შედეგიანად შეგვიძლია ავითვისოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან მოკლე ხანში მიღწეული იქნება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო