გიორგი ვაშაძე - ირაკლი კობახიძემ არჩევნების შემდგომ განაცხადა, რომ პოზიტიური დღის წესრიგის შემოტანა უნდოდა ქვეყანაში, კარგად ვხედავთ თქვენ პოზიტიურ დღის წესრიგს - თქვენ ხართ ანტირეფორმატორები!

ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განაცხადა, რომ პოზიტიური დღის წესრიგის შემოტანა უნდოდა ქვეყანაში. ძალიან კარგად ვხედავთ თქვენ პოზიტიურ დღის წესრიგს - თქვენ ხართ ანტირეფორმატორები! - ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მმართველ გუნდს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე, სადაც პირველი მოსმენით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

როგორც ვაშაძე განმარტავს, მმართველი გუნდისთვის პრიორიტეტულია ყველა ის საკითხი, რომელიც „ქართული ოცნების“ კონკრეტული პოლიტიკური ამოცანაა და არა ის, რაც ხალხს აწუხებს.

ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განაცხადა, რომ უნდოდა პოზიტიური დღის წესრიგი შემოეტანა ქვეყანაში. ძალიან კარგად ვხედავთ თქვენ პოზიტიურ დღის წესრიგს. მხოლოდ ეს ცვლილება ხომ არ არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით. იგივე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა. პარალელურად მიდის საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება, რათა მეტად გააკონტროლოთ მართლმსაჯულება. საკონსტიტუციო ცვლილებები ჩამოკიდებულია ჰაერში, კაცმა არ იცის იქნება, თუ არ იქნება. ესეც გინდათ, რომ ჩააგდოთ. თქვენთვის პრიორიტეტულია ყველა ის საკითხი, რომელიც „ქართული ოცნების“ კონკრეტული პოლიტიკური ამოცანაა და არა ის, რაც ხალხს აწუხებს. არც ეკონომიკა, არცერთი ეკონომიკური რეფორმა დაჩქარებული წესით არ მიდის. სიტყვა რეფორმა არ არსებობს. თქვენ ხართ ანტირეფორმატორები! ქვეყანა ყოველდღე უკან დგამს ნაბიჯს! რა კანონებსაც ამ კვირაში დაჩქარებული წესით იღებთ უკან გადადგმული ნაბიჯია!“,-აღნიშნავს ვაშაძე.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ. პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება. ამავე ცვლილებებით, საგამოძიებო უწყების ქვემდებარეობას "სისხლის სამართლის კოდექსის" რამდენიმე მუხლი ემატება. აღსანიშნავია, რომ ახალი დამატებული მუხლები პროკურატურის მუშაკებსა და საჯარო მოხელეებზე არ გავრცელდება. პროექტის მიხედვით, ახალი ქვემდებარეობა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე ვრცელდება.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა