პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას - სახალხო დამცველსაც სიამოვნებით გაუკეთებდით ლიკვიდაციას, რომ არ იყოს საკონსტიტუციო დაცვის გარანტიები

სახალხო დამცველსაც სიამოვნებით გაუკეთებდით ლიკვიდაციას, რომ არ იყოს საკონსტიტუციო დაცვის გარანტიები, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების დაკარგვის ეშინია.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს, სისუსტის გამოვლინებაა.

„თქვენ გეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის და ახლა, რასაც აკეთებთ, არ არის თქვენი ძლიერებით ნაკარნახევი. ძლიერი ხელისუფლება ასე არ იქცევა. ეს არის სისუსტის გამოვლინება, რომ ერთი უწყების პოზიციამაც მიგიყვანათ იქამდე, მისი ლიკვიდაცია გადაწყვიტეთ. უფრო მეტიც, სახალხო დამცველსაც სიამოვნებით გაუკეთებდით ლიკვიდაციას, რომ არ იყოს საკონსტიტუციო დაცვის გარანტიები. ირაკლი კობახიძე საუბრობდა კიდეც ნოემბერში ამაზე, გააკეთა განცხადება, რომ შეიძლება დავაყენოთ სახალხო დამცველის პასუხისმგებლობის საკითხი, - ეს არის თქვენი რეალური სახე და არა ის, რომ ეფარებით ფარისევლურად, ვითომ ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ სტანდარტებს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო