თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები ინტელექტუალური საკუთრების დარგში სპეციალურ მომზადებას გადიან

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები ინტელექტუალური საკუთრების დარგში სპეციალურ მომზადებას გადიან საქპატენტისა და თსუ-ს თანამშრომლობის ფარგლებში.

როგორც საქპატენტის ინფორმაციაშია ნათქვამი, ტრენინგის მიზანია, სტუდენტებს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი განუვითარდეს.

„თსუ-ს პრაქტიკული სამართლის კლინიკის და საქპატენტის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული, 2 დღიანი ტრენინგის განმავლობაში, სტუდენტები შეიმუშავებენ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ გაკვეთილის ჩატარების სქემას. ასევე, საქპატენტის სასწავლო ცენტრი მათ უზრუნველყოფს სასწავლო მასალით. სქემისა და მასალის საფუძველზე, სტუდენტები მზად იქნებიან ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარონ გაკვეთილი.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -საქპატენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია, სტუდენტების ინტელექტუალური საკუთრების დარგით დაინტერესება და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საბაზისო განათლების სისტემაში ინტელექტუალური საკუთრების სწავლების ინტეგრირება. პრაქტიკული სამართლის კლინიკაში ჩართვით, საქპატენტი უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას პირთა საკმაოდ ფართო წრეზე, სტუდენტებზე და მათი საშუალებით სკოლის მოსწავლეებზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს