გიორგი ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არ გულისხმობს მიმდინარე პოლიტიკურ-აქტუალურ საკითხებზე გადაწყვეტის მყისიერ მოფიქრებას

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან წამოსული ყველა ინიციატივა, ჩემი აზრით, 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული, რაც მოხდა საქართველოში, ყველაფრის შეფასებას ითვალისწინებს - ეს პროცესი არ გულისხმობს მიმდინარე პოლიტიკურ-აქტუალურ საკითხებზე გადაწყვეტის მყისიერ მოფიქრებას, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებული პროცესი მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება.

"პრეზიდენტის ინიციატივა არასწორად არის გაგებული საზოგადოებაში და მე რომ გამოვედი შეხვედრიდან ვთქვი კიდეც, რომ სწორად უნდა გავიგოთ - ეს ადამიანი ამბობს, რომ მოდით, შევქმნათ სადისკუსიო პლატფორმა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც აწუხებს ქვეყანას, მათ შორის, 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის შეფასების საკითხებზე ვიმსჯელოთ და გავაფართოვოთ ეს წრე და ბევრი ადამიანი ჩაერთოს, რაშიც არაფერი ცუდი არ არის და პირიქით მივესალმები. მაგრამ მეორე საკითხია, რომ ნუ ველოდებით ამ პროცესიდან, რომ ხვალ შერიგება მოხდება "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ან მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. არც აქვს ეს ამბიცია, როგორც თვითონ განაცხადა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა. სამწუხაროდ, ჩვენ თუ არ ვაიძულეთ ივანიშვილი და სააკაშვილი, რომ შერიგდნენ, არ შერიგდებიან ეს ადამიანები და ყოველთვის ვიქნებით ამ დაპირისპირების ქარტეხილში. როგორ ვაიძულოთ? არც ერთს არ მივცეთ ხმა არჩევნებზე და მყისიერად დალაგდება სიტუაცია ქვეყანაში.

მეც ვერ გავიგე თავიდან და ბევრჯერ ვკითხე, რას გულისხმობთ, რას გულისხმობთ და გავარკვიე - მაგალითად, თებერვალში 90-იან წლებში მომხდარი ფაქტების შემსწავლელი ჯგუფი შეიქმნება. ანუ მისი არგუმენტი არის, რომ თუ ჩვენი წარსული, რაც გამოვიარეთ არ შევაფასეთ და არ შევთანხმდით რა იყო ცუდი და რა იყო კარგი, ჩვენ მომავალში ვერაფერს შევქმნით და არ არის ცუდი ეს პროცესი. უბრალოდ, მე გავაფრთხილე და ვუთხარი, რომ იმდენად მძიმედ მიდის პოლიტიკური მოვლენები, რომ შეიძლება ამის სივრცე არ იყოს. სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებული პროცესი არ შეეხება მიხეილ სააკაშვილს. სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ყველა ინიციატივა, ჩემი აზრით, 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული, რაც მოხდა საქართველოში ყველაფერი ამის შეფასებას ითვალისწინებს - რა იყო კარგი და რა იყო ცუდი და ამბობს, რომ ამაში ჩაერთოს მთლიანად საზოგადოების წარმომადგენლები - ეს პროცესი არ გულისხმობს მიმდინარე პოლიტიკურ-აქტუალურ საკითხებზე გადაწყვეტების მყისიერ მოფიქრებას", - განაცხადა ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს