უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ქუთაისში, ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში სასამართლო მედიაციის ცენტრები გახსნეს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ და "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ქუთაისში საზეიმო სიმბოლური ლენტის გაჭრით გახსნეს ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში სასამართლო მედიაციის ცენტრები.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, რეგიონალურ ჭრილში გადადგმული მედიაციის დანერგვის მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯები უზრუნველყოფს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას ქვეყანაში.

როგორც „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, ასოციაცია მუდმივად ცდილობს საზოგადოებას შესთავაზოს ყოველმხრივი მხარდაჭერა, რაც სოციალური მშვიდობის დამყარებას ემსახურება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გახსნილი მედიაციის ცენტრები ემსახურება მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას საზოგადოებისათვის, სადაც მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის საშუალებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა