31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო, 31 დეკემბრის 20:00 საათიდან პირველი იანვრის 05:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოდანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მელიქიშვილის ქუჩიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“, ხოლო ჯავახიშვილის, ძმები კაკაბაძეების, სარაჯიშვილის, ინაშვილის, მესხიას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, გია ჭანტურიას, ლესია უკრაინკას, ზაქარია ჭიჭინაძის, არჩილ ჯორჯაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძისა და ლადო ასათიანის ქუჩებზე, რუსთაველის გამზირის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა უცვლელი დარჩება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილება სატრანსპორტო საშუალებებისთვის შეზღუდული იქნება ასევე, კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან. მთაწმინდის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება მელიქიშვილის ქუჩიდან ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილის ან კაკაბაძეებების ქუჩების გამოყენებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში იმოძრავებს შემდეგი მარშრუტებით:

ავტობუსები - N6, N14, N31, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე, მიკროავტობუსები - N2, N31, N41, N72, N120, N145 და N170 მელიქიშვილის ქუჩიდან გადაადგილდებიან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“, რის შემდეგაც, მოძრაობას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებისას, N6, N14, N42, N52, N58, N87, N88 და N150 ავტობუსები მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით და ბარათაშვილის ხიდის გავლით, მარჯვენა სანაპიროს და ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც, კოსტავას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ. ასევე, ავტობუსები - N31, N301, N345, N37 და N46, რომლებიც გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით რუსთაველის გამზირზე გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველს“ დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც, კოსტავას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ და დადგენილი სქემით იხელმძღვანელებენ.

რაც შეეხება N59 და N91-ს, რომლებიც მელიქიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, სვლას ჯავახიშვილის ქუჩისკენ განაგრძობენ და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებით, გალაკტიონ ტაბიძის ხიდისა და ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან და შემდეგ, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან; ავტობუსი - N33 გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან, ჯავახიშვილის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობს და ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩიდან გადაინაცვებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ბარათაშვილის ხიდის გავლით, ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდება, რის შემდეგაც, კოსტავას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს; ავტობუსები - N50, N71, N344 და მიკროავტობუსი N176, გორგასალის ქუჩიდან მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებენ და მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ.

ავტობუსები - N4, N10, N90, N103, N106, N112 და N124, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან ბარათაშვილის ქუჩის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან, მოძრაობას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ. ასევე, N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, ამაღლების ქუჩამდე (N11-ს მიმდებარედ) იმოძრავებს; ავტობუსები - N2, N20, N25, N39, N43 და N80 ბარათაშვილის ხიდიდან დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და მგზავრთა მომსახურებას პუშკინის ქუჩის მიმდებარედ დაასრულებენ. უკუმიმართულებისას, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მარშრუტები არ შეიცვლება.

მიკროავტობუსები - N2, N31, N72, N120 და N170 ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლებენ, თაბუკაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩებით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ გადაადგილდებიან და შემდგომ, მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ; მიკროავტობუსი - N140 გორგასალის ქუჩიდან ევროპის მოედნისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით იმოძრავებს, რის შემდეგაც, ბარათაშვილის ქუჩის დახმარებით, თაბუკაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩებს დაუკავშირდება და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, მოძრაობას დადგენილი სქემით შეძლებს.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!