შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს  კელი დეგნანს უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს უმასპინძლა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ელჩი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს საფფეთ ბაირაქთუთანს.

როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციაშია აღნიშნული, სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, დოქტორმა თამარ შიოშვილმა ელჩს გააცნო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს 20-წლიანი თანამშრომლობის ისტორია და IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა. აღნიშნული პროგრამა, ერთადერთი ინგლისურენოვანი პროგრამაა ამ მიმართულებით საქართველოში.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ამერიკის შეერთებული შატეტების საელჩოსთან საქართველოში თანამშრომლობის დიდი ისტორია გააჩნია, რითაც ვამაყობთ. ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის, ამერიკისმცოდეობის პროგრამის ფარგლებში მრავალფეროვან ერთობლივ აქტივობებს. ასევე, უნდა აღინიშნოს, ცოტა ხნის წინათ აკრედიტებული ჩვენი ახალი სამაგისტრო პროგრამა „ციფრულ მედიასა და კომუნიკაციაში“, რომელიც საელჩოს დახმარებით და აშშ-ს ლოიოლას უნივერსიტეტის პროგრამის ანალოგიით მომზდდა“,- განაცხადა IBSU-ს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა.

როგორც შეხვედრის დროს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, ამერიკისმცოდნეობის პროგრამა აერთიანებს ქართულ და ამერიკულ კულტურას და ფანტასტიური შესაძლებლობაა ამერიკასა და საქართველოს შორის კავშირების გასაძლიერებლად.

„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს“,- განაცხადა ელჩმა.

კელი დეგნანთან შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებზე და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტითან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა