საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სიმბოლოების შეურაცხყოფა დასჯადი ხდება

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სიმბოლოების შეურაცხყოფა დასჯადი ხდება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით - 83 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც მას შემდეგ მომზადდა, რაც 5-6 ივლისის აქციების დროს, პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხსნეს და დახიეს.

პროექტის მიხედვით, ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს, ასევე იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც საქართველოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება.

პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის დაეკისრება, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომლის თანახმად, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას, 15 დღემდე ვადით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა