პარლამენტმა სახელმწიფო ქონების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, 2-ის წინააღმდეგ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომლის თანახმად, „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში არსებულ სახელმწიფო ქონების შემძენ პირთა ჩამონათვალს ემატება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა არის სრულად ამორტიზებული. საზოგადოებრივი მაუწყებელი თბილისში პოლიტკოვსკაიას N31-ში ახალ შენობას იშენებს, თუმცა აღნიშნული ქონება, მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა მხოლოდ სარგებლობის უფლებით აქვს მას გადაცემული. აღნიშნული კანონის საშუალებით, შესაძლებელი გახდება აღნიშნული ფართი მთლიანად განკარგვის უფლებით, გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რითაც მოხდება მისი დამოუკიდებლობის რეალური უზრუნველყოფა. საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია და ცალსახად საჭიროა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს დამოუკიდებელი", - განაცხადა მომხსენებელმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა