რუსთავის საპატიმროს ეზოში სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების ეზოში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

ციხის მიმდებარედ შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები. ადგილზე იმყოფება მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი ნიკა გვარამიაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შესვლის ნებართვას ელოდება.

არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

იხილეთ ვიდეო:რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების ეზოში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს