ეკა ხერხეულიძე - ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, მიხეილ სააკაშვილი არის დავრდომილი ადამიანი - არ მიშვებდა, არ ვიცი, მარტო როგორ გავძლებო

ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, მიხეილ სააკაშვილი არის დავრდომილი ადამიანი, - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე.

როგორც ხერხეულიძე განმარტავს, გორის ჰოსპიტალში მონახულებისას, სააკაშვილს აღენიშნება ხელების კანკალი, თავბრუსხვევა და გულისრევა.

„თუ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი ასე გამოიყურებოდეს? მე, როდესაც შევედი, იწვა და მითხრა, რომ ვერ დგება, მაგრამ ვთხოვე, მეც მივეხმარე და სავარძლისკენ გადმოჯდა. წარმოუდგენელ მდგომარეობაშია. ხელების კანკალი, თავბრუსხვევა, გულისრევა, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა“, - აცხადებს ხერხეულიძე.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ სურდა, რომ მარტო დაეტოვებინათ, რის გამოც, სთხოვა, არ წასულიყო.

„ადამიანი არ მიშვებდა. მითხრა, არ ვიცი, აქ მარტო როგორ გავძლებო და ვერც გაგაგებინებთ როგორ ვიქნებიო“, - აღნიშნავს ხერხეულიძე.

როგორც ის განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის მცდელობა ძალისმიერი მეთოდებით სურდათ.

„ადამიანმა დეტალურად მიამბო, რომ მწოლიარეს ექვსი კაცი თავზე დაახტა. ჯანმრთელობის ამ მდგომარეობაში მყოფს უთხრეს, რომ უნდა მოეხსნა საათი. მან მითხრა: „აბა, სცადეთო, ვუთხარიო“ - ვერ მივხვდიო, ასეთი ფორმით რატომ შემოვარდნენო, მაშინ თქვესო: „რამდენს ბედავს, დაადეთ, ბორკილებიო“. ხელები გაუკავეს, იყო ჭიდაობა, მანამდე ჰოლში ჭიდაობა“, - აღნიშნავს ხერხეულიძე „მთავართან“ საუბარში. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამ კადრების გასაჯაროებას მოითხოვს.

გარდა ამისა, ეკა ხერხეულიძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს ფანჯარა აუჭედეს და მის ოთახში მზის სხივი არ შედის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო