ცენტრი „ემპათია“ პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს

ცენტრი „ემპათია“ პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურისგან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო წამების, ასევე „ემპათიასთვის“ ექსპერტიზაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.

მისივე თქმით, არსებობს ეჭვი, რომ გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მიმართ სავარაუდოდ, წამების ფსიქოლოგიურ მეთოდებს იყენებდნენ.

„მივმართავთ პროკურატურას, არამარტო წამების ფაქტზე დაიწყოს გამოძიება, არამედ ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტიზისადმი ხელის შეშლის ფაქტზე, რაც არის უფლებამოსილების გადამეტება. იგივე სარჩელებით მივმართავთ უკრაინის პროკურატურას, რათა უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს. მისული ვიყავით, რათა მომხდარიყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტის დოკუმენტირება, რომელსაც ადგილი ჰქონდა გორის ჰოსპიტალში. ის შეიცავს წამების ფსიქოლოგიურ მეთოდებს, რომელიც არის ცნობილი, როგორც ფაშიზმის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში გამოყენებული მეთოდიკა“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისი განმარტებით, სიცრუე იყო ის ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერის შესაძლებლობას იძლეოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს