საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში მისცა 9 პირი, რომლებსაც აშშ-დან 71 მანქანა რეექსპორტის მიზნით ჩამოჰყავდათ და განბაჟების გარეშე ნაწილებად ახდენდნენ რეალიზებას

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და ჯგუფურად, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება- გამოყენების ფაქტებზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში 9 პირი მისცეს.

აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დგინდება, რომ 2017 - 2021 წლებში, სხვადასხვა პირების მიერ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოყვანილ იქნა 71 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც შემდგომ, თითქოსდა რეექსპორტის მიზნით, ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე გადაფორმდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. რეალურად კი ნაცვლად ავტომობილების ქვეყნიდან გაყვანისა, სატრანსპორტო საშუალებები განბაჟების გარეშე დაშლილ და რეალიზებულ იქნა ნაწილებად. აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ზიანი ჯამში 279 168 ლარის ოდენობით. გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულების მიერ ანაზღაურებულია ზიანი 242 891 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული სახის დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს