ირაკლი ზარქუა - სააკაშვილი დაიწყებს თუ არა ისევ შიმშილობას, არაუშავს, ექიმები არიან და მიხედავენ, როგორც წინა შემთხვევაში მიხედეს

სააკაშვილის გადაყვანა არამგონია ვინმესთვის მოულოდნელი ყოფილიყო, ჩვენ საქმე გვაქვს პატიმარ სააკაშვილთან, რომელსაც მისჯილი აქვს საკმაოდ მძიმე თემებზე მსჯავრი, - ასე შეაფასა პარლამენტის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანა.

როგორც მან აღნიშნა, ამ თემაზე პოლიტიკური ოპონენტები სიტუაციის დრამატიზირებას ცდილობენ.

"სხვათა შორის, სახალხო დამცველის მიერ შექნილმა კონსილიუმმა დაადგინა, რომ პატიმარი სააკაშვილი არის ჯანმრთელი, შესაბამისად, ის ექვემდებარებოდა უკან, რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ სისტემაში დაბრუნებას. აქ არ მომხდარა რამე განსაკუთრებული. ის, ვისაც დრამატიზირება შემოაქვს და უტრირებს, ეს მათ სინდისზე იყოს. ამით ცდილობენ, რომ ეს ადამიანი კიდევ უფრო ჩაითრიონ თავიანთ პოლიტიკურ ბატალიებში. უნდა აუხსნან, რომ ის არის პატიმარი, მას მისჯილი აქვს კონკრეტულ თემებზე მსჯავრი და უნდა იყოს გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, რაც გუშინ ყველა კანონის დაცვით მოხდა",-განაცხადა ზარქუამ.

რაც შეეხება პარტიის პოლიტიკურ განცხადებებს, რომ ამას არ შეეგუებიან, ირაკლი ზარქუა აღნიშნავს, რომ "შიმშილობა მათი უფლებაა".

"რას აპროტესტებენ ვერ გავიგე. ის, რომ დამნაშავე ციხიდან გამოვუშვათ? ფუჭია მათი შიმშილობა. ვურჩევდი ადამიანურად, მეგობრულად, შეეშვან და სხვა თემებზე გადაერთონ. სააკაშვილი დაიწყებს თუ არა ისევ შიმშილს, არაუშავს, ექიმები არიან და მიხედავენ, როგორც წინა შემთხვევაში მიხედეს. ამ თემაზე დღეს სპეკულაცია არის მცდელობა, ამ თემაში ისევ დრამატიზირება შეიტანონ. ერთხელ ვნახეთ, რომ ეს ფუჭი და არაფრისმომცემია. ასე, რომ დაასვენონ ის ადამიანიც და თვითონაც დაისვენონ",-განმარტა ზარქუამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო