თავდაცვის მინისტრმა კადეტებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კადეტებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით დატვირთული მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა წარმოადგინეს, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კადეტებს დამდეგი შობა-ახალი წელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

„ძვირფასო კადეტებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი. თქვენი და თქვენი თაობის ახალგაზრდების ცოდნასა და ღირებულებებზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა მომავალში. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ სულისკვეთებით გააგრძელებთ სწავლას, შექმნით თქვენს პირად და ამასთანავე, ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს“, - მიმართა კადეტებს ჯუანშერ ბურჭულაძემ.

კადეტებს ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ. საახალწლო ღონისძიება კადეტთა ნახატების გამოფენითა და საახალწლო ვახშამით დასრულდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს