ალეკო ელისაშვილი - სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებით რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, ეს არის მავნებლობა, ბოროტება

"სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებით რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, ეს არის მავნებლობა, ბოროტება და მეტი არაფერი, - ასე შეაფასა პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება.

მისთვის გაუგებარია, თუ რა მიზნით აუქმებს ხელისუფლება ამ სამსახურს.

"ტყუილ უბრალოდ აუქმებენ ამ სამსახურს. ქალმა იმშობიარა, ბავშვი ჯერ გამოყვანილი არ ჰყავდა და პირდაპირ ძალადობა დაუწყეს, ეს აღმაშფოთებელი და გაუგებარია. ეს არის "ქართული ოცნების" ძალიან ბოროტი ქმედება",-განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, "ლოგიკური იქნებოდა, თუ პრეზიდენტი ამ კანონპროექტზე ვეტოს უფლებას გამოიყენებდა".

"ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს ქვეყანაში და იმაზე არ ირჯება ასე "ქართული ოცნება", როგორც ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით მოიქცა, ეს აღმაშფოთებელია",-აღნიშნავს ელისაშვილი.

რაც შეეხება იმას, შეეძლო თუ არა ოპოზიციას ამ პროცესის შეჩერება, ალეკო ელისაშვილმა უპასუხა, რომ "ოპოზიცია სუსტია".

"სუსტია აბა, სუსტია კი არა, სად არის ოპოზიცია? "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ რითია დაკავებული? ძალიან უხერხულია რასაც აკეთებენ, რა ბოიკოტში არიან ერთი გამაგებინეთ, მუშაობა ეზარებათ, ყოველი კომიტეტის წინ მოდიან, ხელს აწერენ და გარბიან. რატომ აწერენ ხელს? იმიტომ, რომ ხელფასი არ დაექვითოთ. ეს არის ბოიკოტი? ეს არის ხალხის შეურაცხყოფა და მათი ფულის ფლანგვა. თუ ხელფასი გინდა, კეთილი ინებე, შემოდი და იმუშავე", - განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა