პაატა მანჯგალაძე - მივმართავ პრეზიდენტს, აჩვენოს თანხმობისკენ პირველი ნაბიჯი, დაივიწყოს ყველა წყენა სააკაშვილთან დაკავშირებით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებებმა ცხადყო, რომ მის წინააღმდეგ არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორება ხორციელდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ საკითხზე განცხადება უნდა გაავრცელოს.

„მგონი, პოლიტიკოსებმა არ უნდა გადაწყვიტონ მისი გადაყვანის საკითხი, ეს უნდა გადაწყვიტოს ექიმების კონსილიუმმა ფართო ჩართულობითა და გამჭვირვალე პროცესით, ეს არ უნდა იყოს დახურული პროცესი. ვფიქრობ, ადამიანის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ის მიზნები, რაც პატიმრობაში ადამიანის ყოფნას აქვს. ამიტომ, ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით, თუმცა ხელისუფლების ბოლო ქმედებები კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ მის მიმართ ხორციელდება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორება. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ამ ახალი წლის მანძილზე გორის ჰოსპიტალში ყოფილიყო და ამის გამო დიდი აურზაური არ აგვეტეხა. ასევე, მინდა მივმართო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც გამოვიდა ძალიან კარგი იდეით სახელმწიფოსთვის, რომ ჩვენ თანხმობისკენ გზა უნდა ვიპოვოთ. ამის პირველი მაგალითი უნდა მისცეს თავად სალომე ზურაბიშვილმა, უნდა დაივიწყოს წარსულში არსებული ყველა წყენა სააკაშვილთან დაკავშირებით. არ ვამბობ, რომ საპატიმროში უნდა მივიდეს, მაგრამ ელემენტარულად რომ უნდა მოიკითხოს ადვოკატებთან, ექიმებთან მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და ერთი განცხადება გააკეთოს, ამას პრეზიდენტი სააკაშვილი ნამდვილად იმსახურებს, თუნდაც კოლეგიალობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა