ნიკა გვარამია - სააკაშვილზე ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა, ის იყო დაუძლურებული, საძილე საშუალებებით გაბრუებული - მიაკითხეს ეტლით და წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა

ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. მიხეილ სააკაშვილი იყო ძალიან დაუძლურებული. მიაკითხეს ეტლით და წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა - გაბრუებული იყო, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული, - ამის შესახებ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს მთავარი ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილის არსებული მდგომარეობის დასრულება.

უფლებადამცველის განცხადებითვე, ყოფილ პრეზიდენტს არ აღენიშნება ფიზიკური ძალადობის კვალი, რადგან მას წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა.

„ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. მიხეილ სააკაშვილი იყო ძალიან დაუძლურებული. როგორც მითხრა, მას მიაკითხა ძალიან ბევრმა ადამიანმა. მიაკითხეს ეტლით, ჩასვეს და წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. გაბრუებული იყო, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და მაღალი წნევა. როგორც წინა ჯერზე, მითხრა, რომ აღელვების მდგომარეობაში შეიძლებოდა უარესი დამმართოდაო, ამიტომ, არ გაუწევია მას წინააღმდეგობა, ზემოქმედება არ ყოფილა. უთხრეს, რომ მიყავდათ რუსთავში, მაგრამ გზაში ცუდად თუ გახდები, გადაგიყვანთ გლდანშიო. ეს არის პირდაპირ მუქარა, წამებით დამუქრება. თუ გაბედავ და ცუდად გახდები, გადაგიყვანთ იქ, სადაც გაწამებთო. ჩვენ ახლა ვიმყოფებით საკონცენტრაციო ბანაკში. მუქარა მუდმივად დამოკიდებულია სააკაშვილზე. მას ცუდად გახდომის უფლებაც აღარ დაუტოვეს, რადგან ეუბნებიან, რომ თუ ცუდად გახდები, წახვალ გლდანში, რაც გულისხმობს იმას, „სადაც გაწამეს და კიდევ ერთხელ გაწამებენ“. ეს მდგომარეობა უნდა დასრულდეს სააკაშვილის ამ პენიტენციური სისტემიდან გაყვანით და ეს მდგომარეობა დასრულდება სწორედ ასე, უფრო ადრე, ვიდრე ეს ხელისუფლება დასრულდება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იხილეთ ვიდეო:იძალადეს თუ არა მიხეილ სააკაშვილზე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას?

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს