“ჯივიპის” ინფორმაციით, 2022 წლის იანვრიდან, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება

“ჯივიპის” ინფორმაციით, 2022 წლის იანვრიდან, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება.მათივე ცნობით, ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში - გარდამავალ პერიოდში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საყოფაცხოვრებო აბონენტების უმეტესი ნაწილი ორ ქვითარს მიიღებს.

„2022 წლის იანვრიდან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში მრიცხველთა წაკითხვის ერთიანი სისტემა ამოქმედდება. აღნიშნული ცვლილების შედეგად მოსახლეობა კომუნალური მომსახურების ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.

ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში - გარდამავალ პერიოდში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საყოფაცხოვრებო აბონენტების უმეტესი ნაწილი ორ ქვითარს მიიღებს.

დეკემბრის თვეში მიღებულ პირველ ქვითარში მრიცხველიან აბონენტებს აესახათ ნოემბრისა და დეკემბერის ნაწილის გაწეული მომსახურების გადასახადი. ხოლო აბონენტებს, რომელთაც გადასახადი სულადობის შესაბამისად ერიცხებათ, პირველ ქვითარში აესახათ მხოლოდ ნოემბრის თვის მომსახურების საფასური.

რაც შეეხება მეორე ქვითარს, რომელსაც აბონენტები მიიღებენ დეკემბრის ბოლოს: მრიცხველიანი აბონენტებისთვის ქვითარში ასახული იქნება მხოლოდ დეკემბერის დარჩენილ პერიოდში გაწეული მომსახურების საფასური, ხოლო სულადობით დარიცხვის შემთხვევაში აბონენტებს მეორე ქვითარში აესახებათ დეკემბრის სრული თვის მოხმარებული წყლის საფასური.

მომხმარებელთა მცირე ნაწილი დეკემბერში მიიღებს მხოლოდ ერთ ქვითარს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია ნოემბრისა და დეკემბრის პერიოდში მოხმარებული წყლის საფასურის შესახებ”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა