მამუკა მდინარაძე - რუსული ნარატივის შემოტანა არის სააკაშვილის დავალება თანაგუნდელების მიმართ, რომელსაც თავისი რუსული წარსულის შესახებ კომპლექსი აწუხებს

ქართულ პოლიტიკაში რუსული ნარატივის შემოტანა არის თავად მიხეილ სააკაშვილის დავალება საკუთარი თანაგუნდელების მიმართ, რომელსაც თავისი რუსული წარსულის შესახებ კომპლექსი აწუხებს, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადება, რომლის თანახმადაც „სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცება იგეგმება სხვა ქვეყანაში“.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" თავისი განცხადებებით მის მიერ გაკეთებული საქმის "გაპრავებას" ცდილობს.

"ჩვენ ხომ ორი ნარატივი გვაქვს, ერთი ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ქართული სახელმწიფო და მეორე, შეგიძლია რუსული საქმე აკეთო, მაგრამ თუ შეაგინებ რუსეთს და პუტინს მაგრად, მაშინ ეს ყველაფერი მიგეტევება, პირიქით, სხვას დააბრალებ ამ ყველაფერს და იტყვი, რომ შენ საქმეს აკეთებ. ამ ნარატივიდან უნდა გამოვიდეთ. ვინ რას ლაპარაკობს, ეს მეორეხარისხოვანია განსაკუთრებით იმასთან შედარებით, ვინ რას აკეთებდა, აკეთებს და ვინ რა მესიჯებით გამოდის სხვის წინააღმდეგ თავისი ნაკეთები საქმის "გასაპრავებლად",-განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" დღეში სამჯერ და ოთხჯერ ცვლის მესიჯბოქს. "ოღონდ სიტყვა „რუსული“ იყოს და ათას სისულელეს ლაპარაკობენ",-აღნიშნა მდინარაძემ. ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცება იგეგმება სხვა ქვეყანაში და ამ პროცესში ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს