მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ გეგმები დაკავშირებულია სააკაშვილისთვის თავის მოწონებაზე, რომ დაფინანსება არ შეუწყვიტოს, მართლაც ცუდ მდგომარეობაში არიან და ვიზიარებ

ალბათ, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილისთვის თავის მოწონებაზე - მართლაც ცუდ მდგომარეობაში არიან და ვიზიარებ“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმას, რომ საპროტესტო აქციები დაიწყონ, რითიც გავლენას მოახდენენ სამართლებრივ საქმეზე, მდინარაძე განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები „უაღრესად არასერიოზულია და შედეგზე გათვლილი არ არის“.

„ალბათ, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილისთვის თავის მოწონებაზე. მთავარი დამფინანსებელი, ეუბნებოდა, ახლა ეს გააკეთეთ, თორემ ფულს არ მოგცემთ, ახლა იშიმშილეთ, თორემ ფულს არ მოგცემთ, 3 საათის შემდეგ კი გამოვარდებოდნენ და შიმშილობას იწყებდნენ. ეს ხომ ვნახეთ, უახლოეს წარსულში? ალბათ, ახლა თავს აწონებენ მიხეილ სააკაშვილს, რომ დაფინანსება არ შეუწყვიტოს. მართლაც ცუდ მდგომარეობაში არიან და ვიზიარებ მათ მდგომარეობას“,-აღნიშნავს მდინარაძე.

მან მიხეილ სააკაშვილის გორიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს განმარტებითი ლექსიკონი, სადაც წერია, რომ პატიმრის ციხეში გადაყვანას გატაცება და შურისძიება ეწოდება“.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს ოპოზიციის განცხადებებს, სადაც ე.წ. შერიგების ფორმატში პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საუბრობენ, მდინარაძე განმარტავს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე მკაფიოდ თქვა: „ არა და არასდროს“

„საქართველოს პრეზიდენტმა ორჯერ მკაფიოდ, ხაზგასმით და კატეგორიულად თქვა - „არა და არასდორს“. ეს სიტყვები მეც მახსოვს და თქვენც გახსოვთ. პრეზიდენტის კატეგორიული განცხადება იყო. ამის იქით ვერაფერს ვიტყვი“, - აღნიშნავს მდინარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო