ლევან ბეჟაშვილი - აქციები არაა სანახაობა და არ არის მარტო ერთი პარტიის მიერ გასაკეთებელი, როცა ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმია ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა

აქციები არ არის სანახაობა და არ არის მარტო ერთი პარტიის მიერ გასაკეთებელი, როცა ქვეყანაში არის ავტორიტარული რეჟიმი საზოგადოების ყველა ჯგუფმა უნდა ამოვიღოთ ხმა, იმიტომ რომ დღეს თუ არა ავტორიტარული რეჟიმი ხვალ ყველას კარზე დააკაკუნებს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იგეგმება თუ არა საპროტესტო აქციები როგორც რუსთავის ციხესთან, ასევე დედაქალაქის მთავარ გამზირზე.

ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ გრძელდება არაადამიანური, წამებასთან გათანაბრებული მიდგომა, რაც აისახება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი სახელმწიფო კონსილიუმის დასკვნა არ არსებობდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ აიძულა გორის ჰოსპიტლის მედპერსონალი, გამოეწერთ ყალბი ფორმა 100 და ამის საფუძველზე გადმოიყვანეს. ბუნებრივია, ეს იყო საჩუქარი, ეს იყო დავალება ივანიშვილის, ვინაიდან მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ წინასაახალწლოდ აჩვენონ საზოგადოებას, რომ მათ ძალადობას, მათ დამოკიდებულებას წინ ვერაფერი დაუდგება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, უკან დაუბრუნდება ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც ჩამოყალიბებულია ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღის შემდეგ პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება ქვეყანაში.

როდესაც ქვეყანაში ჩამოყალიბებულია უკვე ავტორატული რეჟიმი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი პოლიტპატიმრის სტატუსით არის ციხის დაწესებულებაში და მის მიმართ არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ დამოკიდებულებას აქვს ადგილი, როდესაც ქვეყანაში მოსამართლეების მიმართ ახალი სადამსჯელო ღონისძიებები ტარდება, როდესაც ჟურნალისტებს ზღუდავენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და წინასაახალწლოდ ასეთ კანონებს იღებენ, როდესაც დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუციებს აუქმებენ ქვეყანაში, ეს ნიშნავს უკვე გაფორმებულ ავტორიტარულ რეჟიმს, ამიტომ პოლიტიკური სპექტრი და ვერც საზოგადოება მშვიდად ვერ შეხვდება ქვეყანაში ავტორიტარუილი რეჟიმის ჩამოყალიბებას, ამიტომ ჩვენ გვმართებს ყველა ძალისხმევა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი ქვეყანაში არ ჩამოყალიბდეს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო