კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პლატფორმა “MEDU”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქართულ სამედიცინო ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა “MEDU”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სამედიცინო პლატფორმა “MEDU“-ზე სემინარების/ვორქშოფების/ლექციების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩაერთვება, რასაც ტექნიკურად სრულად უზრუნველყოფს სამედიცინო პლატფორმა. ასევე, პლატფორმისთვის პრიორიტეტულ პირობას წარმოადგენს, არადისტანციურად დაგეგმილ ღონისძიებებში სტუდენტების ჩართვა, უნივერსიტეტის მიერ სააუდიტორიო სივრცის უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანიის წარმოება.

აღსანიშნავია, რომ CIU პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელმაც “MEDU”-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმს ხელი CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, მაგდა თორთლაძემ და “MEDU“-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა, ქეთევან ტაბუცაძემ მოაწერეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო