ვახტანგ ჭარაია - „საპარტნიორო ფონდი“ მოგებიანია და მისი რეორგანიზაცია ამ მოცემულობით უნდა განვიხილოთ

„საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირების ფარგლებში, მისი შემადგენლობიდან სახელმწიფო საწარმოები უნდა გამოიყოს და ფონდმა, როგორც დამოუკიდებელმა სტრუქტურამ გააგრძელოს საქმიანობა, - ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგიის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

ვახტანგ ჭარაიას თქმით, საპარტნიორო ფონდის ე.წ. შვილობილი კომპანიების მომავალი სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგიის პროექტში მკაფიოდ არის გაწერილი.

„ხშირად პრესაში იწერებოდა, რომ „საპარტნიორო ფონდი“ არის ზარალიანი, რაც შეცდომაა. სინამდვილეში, თავად „საპარტნიორო ფონდი“ ე.წ. მისი შვილობილი კომპანიების, მაგალითად, „საქართველოს რკინიგზის“ გარეშე, რომელსაც თავად ჰქონდა ბუღალტრული ზარალი, შემოვლითი რკინიგზის პროექტისგან გამოწვეული ხარჯებისა და აქტივების ჩამოწერის გამო, წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალ მოგებას აჩვენებს. კონსოლიდირებულ ბალანსში მისი შვილობილი კომპანიების ზარალი „საპარტნიორო ფონდზე“ აისახა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ფონდის რეორგანიზაციის ფარგლებში, ამ სახელმწიფო საწარმოების გამოყოფა მოხდეს ისე, რომ ფონდის მოგებიანი კომპონენტი შენარჩუნდეს და მან პროფესიონალი მენეჯმენტისა და პროფესიონალი სამეთვალყურეო საბჭოს ზედამხედველობით გააგრძელოს საქმიანობა. საპარტნიორო ფონდის ე.წ. შვილობილი კომპანიების მომავალი სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგიის პროექტში მკაფიოდ არის გაწერილი. ეს საწარმოები სპეციფიკური ხასიათისაა, განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს და დიფერენცირებულად უნდა განვიხილოთ“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს