ანა ნაცვლიშვილი სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანაზე - ვწუხვარ, რომ წინასაახალწლო დღეებში მმართველმა პარტიამ ამ ფორმით კრიზისისა და დაძაბულობის კერა განაახლა

ძალიან ვწუხვარ, რომ წინასაახალწლო დღეებში მმართველმა პარტიამ ამ ფორმით კრიზისისა და დაძაბულობის კერა განაახლა, - ასე შეაფასა "ლელოს" წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანა.

მისი თქმით, ეს ყველაზე ძალიან მოქმედებს.

“ახალი წელიც კი არ არის დამაბრკოლებელი გარემოება, რომ კიდევ ერთხელ შესულიყვნენ ამ ძალიან მძიმე მორევში. არსებობს დაწერილი და დაუწერელი კანონები, მათ შორის დაუწერელი კანონებიც ვნახეთ, რომ დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ფორმა, დრო, მომენტი, ეს ყველაფერი ერთად აჩენს იმის განცდას, რომ აქ არ არის ის მოპყრობა და ის მიდგომა, რომელიც სტანდარტულად გამოიყენება პატიმრების მიმართ. ამ საქმეში არსებობს კონკრეტული პარტიული და შესაძლოა, პერსონალური ინტერესებიც",-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო