კელი დეგნანი - საქართველოსთან პარტნიორობის გასაღრმავებლად ძალისხმევა გავაორმაგეთ, ვიმუშავეთ ქვეყნის დასავლეთთან კავშირების განმტკიცების ხელშესაწყობად

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საქართველოსთან პარტნიორობის გასაღრმავებლად ძალისხმევა გავაორმაგეთ, ვიმუშავეთ საქართველოს დასავლეთთან კავშირების განმტკიცების ხელშესაწყობად, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საახალწლო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, გამოწვევებმა, რომლებიც 2020 წელს, როგორც მსოფლიო საზოგადოებამ გავიარეთ, ჩვენი შესაძლებლობები გამოსცადა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია მისი მარტოს გავლა, 2021 წელმა კი მოგვცა შესაძლებლობა, გამოვიგლოვოთ ჩვენი დანაკარგი და იმედით დაველოდოთ უკეთეს დღეებს.

„მოგესალმებით მეგობრებო! გამოწვევებმა, რომელიც ჩვენ 2020 წელს, როგორც მსოფლიო საზოგადოებამ გავიარეთ, ჩვენი შესაძლებლობები გამოსცადა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია მისი მარტოს გავლა. ჩვენ ერთად მუშაობა გვჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. 2021 წელს იმედის ნაპერწკალი გაჩნდა: სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, დაიწყო ეკონომიკის აღდგენა, ავადმყოფების განკურნება და დიდი ხნის განშორების შემდეგ, საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან დაბრუნება. წლევანდელმა წელმა მოგვცა შესაძლებლობა, გამოვიგლოვოთ ჩვენი დანაკარგი და იმედით დაველოდოთ უკეთეს დღეებს. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საქართველოსთან პარტნიორობის გასაღრმავებლად ძალისხმევა გავაორმაგეთ, ვიმუშავეთ საქართველოს დასავლეთთან კავშირების განმტკიცების ხელშესაწყობად, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა - დივერსიფიკაციისთვის და ჩვენი ორმხრივი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებზე ასაყვანად.

2022 წლის მოლოდინში, მოდით, დავაფასოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ!

ჩვენი გულითადი მადლობა ყველა ამერიკელსა და ქართველს, ვინც ასე ბევრს შრომობს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს სტაბილური, აყვავებული დემოკრატია,“- განაცხადა დეგნანმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო