დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო - პრობაციის ევროპული კონფედერაცია Probbox-ს საერთაშორისო პოპულარიზაციას გაუწევს

პრობაციის ევროპული კონფედერაცია (CEP) Probbox-ს საერთაშორისო პოპულარიზაციას გაუწევს. ამის შესახებ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ლადო ხელაძემ პრობაციის ევროპული კონფედერაციის გენერალურ მდივანთან, ვილემ ვან დერ ბრუგესთან გამართული შეხვედრისას ისაუბრა.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში, კონფედერაციის ვებ-გვერდზე Probbox-ის შესახებ სტატია და ვიდეო რგოლი განთავსდება.

„CEP-ი ქართული ინოვაციური მოწყობილობის შესაძლებლობების შესახებ მისი წევრების დეტალურ ინფორმირებას განახორციელებს. ამასთან ერთად, სააგენტოს პრობაციის სისტემის წარმომადგენელი კონფედერაციის ტექნოლოგიების ექსპერტთა ჯგუფში ჩაერთვება, რომელიც შესაბამის დარგში ინოვაციების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და დანერგვას ითვალისწინებს.

Probbox-ი - პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლისა და სერვისების უზრუნველყოფის ინოვაციური მოწყობილობაა, რომელიც დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ შეიქმნა. Probbox-ის საშუალებით, პირველად ევროპაში, პირობით მსჯავრდებულთა კონტროლი და რეგისტრაცია, პრობაციის ბიუროში გამოცხადებასთან ერთად, თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიებით ხორციელდება.

Probbox-ი, 2021 წლის 22 დეკემბრიდან, საპილოტე რეჟიმში, თბილისის, თელავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში დაინერგა, ხოლო შემდგომ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში და მუნიციპალურ შენობებში განთავსდება. ინოვაციური მოწყობილობა პრობაციონერებს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას მნიშვნელოვნად უმარტივებს და მათთვის საჭირო სერვისების მიღებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო