დედაქალაქის მერმა წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

როგორც თბილისის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების პრიზიორებს და ქალთა გუნდების ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს, თბილისის მერიის სახელით, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სპორტული უწყებების, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სპორტსმენები და საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა