რუსლან აბაშიძემ ბავშვთა თავშესაფარს საახალწლო საჩუქრები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორ ლიკა კვარაცხელიასთან და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორ ბესიკ სილაგაძესთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბავშვთა თავშესაფარი მოინახულა, ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციაშია ნათქვამი, თავშესაფრში ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერილი პროექტის „ანბანით მოხატული ახალი წელი“ მონაწილე დევნილი ახალგაზრდები, რომლებმაც ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს სპეციალურად მათთვის შექმნილი საახალწლო ხელნაკეთი ნამუშევრები გადასცეს საჩუქრად.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ბავშვთა თავშესაფარს ნაძვის ხე და საახალწლო ნობათი გადაეცა. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე თოვლის ბაბუამ იზრუნა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო