ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე - მიხეილ სააკაშვილი აპირებს მისი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას და ბრძოლას სამართლებრივი საშუალებებით

მიხეილ სააკაშვილი აპირებს მისი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას და ბრძოლას სამართლებრივი საშუალებებით, - ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

მშვენიერაძის განცხადებით, სააკაშვილის პოლიტიკური დევნის საკითხზე სამართლებრივი მუშაობა გაგრძელდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

„დღეს პირველად შევხვდი მიხეილ სააკაშვილს მას შემდეგ, რაც პატიმრობაში იმყოფება, ამიტომ არ შემიძლია, შევადარო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა დღეებში, თუმცა დღეს სისუსტეს გრძნობს, ცხადია. მე არ ვარ ექიმი და გამიჭირდება უფრო კონკრეტული დასკვნების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რამდენად მძიმეა ან არ არის მძიმე მისი მდგომარეობა.

ის აპირებს მისი უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას და ბრძოლას სამართლებრივი საშუალებებით. მას კარგად ესმის და აცნობიერებს, რომ ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემა მართლმსაჯულების პოლიტიზებასთან დაკავშირებით და აქაური ინსტრუმენტების გამოყენებას გააჩნია საფეხურებრივი მნიშვნელობა, რომ შემდგომ სხვა ინსტანციებში მოხდეს დავის გაგრძელება. მათ შორის დავათა ნაწილი არის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში წაღებული. მნიშვნელოვანია მისთვის, როგორც დაზარალებულის უფლებების კუთხით მუშაობაც, რადგან ის არის მსხვერპლი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის. ეს ის ნაწილებია, რომელთან მიმართებაშიც, მე კიდევ მექნება შეხვედრა მასთან უახლოეს დღეებში.

მის პოლიტიკური დევნის საკითხს, ამ სტატუსს სჭირდება გარკვეული სამართლებრივი შეფასება, ამ კუთხით შევეცდებით ვიმუშაოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე და მეორე ეს არის მისი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები, რომლებიც განგრძობად ხასიათს ატარებს და ამასთან მიმართებაში მას მუდმივად დასჭირდება სამართლებრივი დახმარება“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს